ჩვენს შესახებ:
TOYOTOMI ინარჩუნებს ძლიერ პოზიციას საავტომობილო ბიზნესში, როგორც Toyotagroup-სთვის ნაწილების მიმწოდებელი 1949 წლიდან.
ფოტოზე მარცხნივ: ტოიოტომის დამფუძნებელი ბ-ნი კაზუჰარუ ნაკამურა უძღვნის მადლიერებას ტოიოტა ინდუსტრიის და მოტორსის ყოფილ პრეზიდენტს, ბ-ნ ტაიზო იშიდას.
ნაგოიაში მდებარე კომპანია TOYOTOMI, ასევე გახდა ინდუსტრიულ დონეზე უდავო ლიდერი, რომელმაც მრავალი ინოვაცია შექმნა არა მხოლოდ აქტუალური და ეფექტური მობილური გათბობის გადაწყვეტილებების სფეროში, არამედ ისეთ სფეროშიც როგორიცაა HVAC ( გათბობა, ვენტილაცია და ჰაერის კონდიცირება ).
TOYOTOMI-ის პროდუქტები ხელმისაწვდომია მთელს მსოფლიოში, მძლავრი, მაღალეფექტური და ხარისხიანი დისტრიბუტორი ქსელის საშუალებით, რომელიც მოიცავს იაპონიის მთელ ბაზარს, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას, ევროპას, ახლო აღმოსავლეთს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას. ბრენდი TOYOTOMI შეიქმნა სიტყვების შერწყმით – “TOYO” (Toyota) და სიტყვა “TOMI” რაც ნიშნავს ლოიალურობას.
დამთხვევის წყალობით ჩვენი დამფუძნებელი დაიბადა იმავე დღეს იმავე ქალაქში, რომელშიც ცნობილი გენერალი ჰიდეიოში ტოიოტომი (ფოტო მარცხნივ). TOYOTOMI–ს ფილიალები აქვს აშშ – ში, 2014 წლიდან კი იგი ევროპაშიც არის წარმოდგენილი. ამასთანავე, ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობთ გრძელვადიანი პარტნიორობის საფუძველზე 100-ზე მეტ პარტნიორთან, ხოლო 2016 წლიდან ვთანამშრომლობთ 65 მილიონზე მეტ კმაყოფილ მომხმარებელთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
TOYOTOMI ავითარებს თავის პროდუქციას, მომხმარებლის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით და ყოველთვის მიჰყვება Toyotomi– ის ბიზნეს ფილოსოფიას ,,ყოველდღიური ცხოვრების სიხარულის გაზიარება“.
TOYOTOMI აპირებს კვლავ განაგრძოს ისეთი პროდუქტების კვლევა, განვითარება და წარმოება, რომლებიც შეესაბამება ადამიანის ცხოვრების სტილს, გარემოს მუდმივად ცვალებად პირობებს, ეფექტურობას, უსაფრთხოებასა და კომფორტს.
ჩვენი პროდუქციის ხარისხი და სანდოობა დასტურდება აშშ-ს, კანადასა და ევროკავშირის უმრავლესი საერთაშორისო ტესტირების სტანდარტებით.
ჩვენ ორიენტირებული ვართ ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და პროდუქტის განვითარებაზე, რომელიც მიზანმიმართულია მომხმარებლების ინტერესებზე. ჩვენი იაპონური სამეცნიერო კვლევების და განვითარების გუნდი აგრძელებს ახალი პროდუქტების შექმნას, რომლებიც შეესაბამება უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს და გთავაზობთ საიმედო, ენერგოეფექტურ და ეკონომიურ გადაწყვეტილებებს ჰაერის კონდიციონირებისთვის. ინოვაციას, ჩვენ განვსაზღვრავთ როგორც მიმდინარე მომხმარებლების საჭიროებებს და ასევე სამომავლო საინჟინრო ტენდენციებს. ჩვენ გავაერთიანეთ უახლესი დახვეწილი ერგონომიული დიზაინი კომფორტთან და მაღალი ხარისხის თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ჩვენს მიზანს წარმოადგენს, მუდვივად ხარისხის გაუმჯობესება და საუკეთესო მომსახურების უზრუნველყოფა. ჩვენ დავიკისრეთ ვალდებულება, ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც ჩვენი მომხმარებლების კომფორტს უზრუნველყოფს.
Qlimondo International LLC, Georgia -ის ეგიდის ქვეშ დაარსდა კომპანია TOYOTOMI CAUCASUS.
Toyotomi-ს გამოცდილი გერმანელი მენეჯერი ხელმძღვანელობს, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო მეწარმეობის საუკეთესო ტრადიციებში და აქვს გერმანიაში ბიზნესის მართვის გამოცდილება, ასევე უცხოურ ბაზრებზე 30 წლიანი ბიზნების მართვის გამოცდილება HVAC- ის სფეროში. იგი ქართველი სპეციალისტების ახალგაზრდა დინამიურ გუნდთან ერთად, კავკასიის რეგიონის ახალ დედაქალაქს ეცნობა, სადაც კლიმატის ტექნოლოგიის ბაზარი წარმატებით ვითარდება.