ხშირად დასმული კითხვები 

ჩვენ შევადგინეთ თქვენთვის ხშირად დასმული კითხვების სია,  კონდიციონერის  გამოყენებასთან დაკავშირებით, აღნიშნული სია ხშირად ახლდება, მაგრამ თუ იგი ვერ დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი შეკითხვა ელექტრონული ფოსტის სახით გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@toyotomi.ge

სად შემიძლება ვნახო მოხმარების სახელმძღვანელოს ასლი?

სახელმძღვანელოს არ ქონის შემთხვევაში, ეწვიეთ ჩვენს ვებ – გვერდს და იხილეთ იგი  მონაცემთა ბაზაში. პრობლემების არსებობის შემთხვევაში, გირჩევთ მიმართოთ ხელმძღვანელობას. თუ ვერ შეძლებთ პრობლემის მოგვარებას, დაუკავშირდით ადგილობრივ დილერს / ინსტალერს.

რას ნიშნავს ტერმინები  მქკ და ეეკ?

ტერმინები მქკ ( მარგი ქმედების კოეფიციენტი) და ეეკ ( ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი) აღწერენ კონდიცირების სისტემების  გათბობა და გაგრილების ეფექტურობას. ისინი აჩვენებენ მოწყობილობის მიერ გათბობის ან გაგრილების კოეფიციენტს ელექტროენერგიის რაოდენობასთან დაკავშირებით, რომელიც მიეწოდება მათი გენერაციისათვის. ამრიგად, თუ კონდიციონერის სისტემა წარმოქმნის 5 კვტ სითბოს მიწოდებას 1 კვტ ელექტროენერგიით, მისი მქკ შეადგენს 5.0. ანალოგიურად, თუ კონდიციონერის სისტემა წარმოქმნის 5 კვტ სიცივეს 1 კვტ ელექტროენერგიაზე, მისი ეეკ ასევე შეადგენს 5.0. რაც უფრო მაღალია მქკ და ეეკ მით უფრო ენერგოეფექტურია მოწყობილობა.

ყველაზე გავრცელებული შეცდომების კოდები შიდა ბლოკის პანელზე

დააკვირდით ცხრილს შეცდომების კოდებით და შეამოწმეთ თუ რომელი უსაფრთხოების სისტემა იყო გააქტიურებული. საჭიროების შემთხვევაში გაასწორეთ. თუ მოწყობილობა არ იმყოფება ნორმალურ მდგომარეობაში, შიდა ბლოკის ტემპერატურის ინდიკატორი იციმციმებს და განახებთ შემდეგი შეცდომების კოდებს: 

  • (E5) ქრება მოწყობილობის გადატვირთვისას. თუ ეს არ მოხდა, დაუკავშირდით კვალიფიციურ სპეციალისტს.
  • (E8) ქვრება მოწყობილობის გადატვირთვისას. თუ ეს არ მოხდა, დაუკავშირდით კვალიფიციურ სპეციალისტს.
  • (U8) ქრება მოწყობილობის გადატვირთვისას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუკავშირდით კვალიფიციურ სპეციალისტს.
  • (H6) მოწყობილობის გადატვირთვისას ქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუკავშირდით კვალიფიციურ სპეციალისტს.
  • (C5) მიმართეთ კვალიფიციურ სპეციალისტს.
  • (F1) მიმართეთ კვალიფიციურ სპეციალისტს.
  • (F2) მიმართეთ კვალიფიციურ სპეციალისტს.
  • (H3) შესაძოა გაქრეს მოწყობილობის გადატვირთვის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუკავშირდით კვალიფიციურ სპეციალისტს.
  • (E1) შესაძლოა გაქრეს მოწყობილობის გადატვირთვის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუკავშირდით კვალიფიციურ სპეციალისტს.
  • (E6) შესაძლოა გაქრეს მოწყობილობის გადატვირთვის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუკავშირდით კვალიფიციურ სპეციალისტს.

რა არის ბგერის წნევა / ბგერის სიმძლავრე

ბგერის წნევის დონე არის ხმაურის წყაროდან გამოსხივებული ხმის ენერგიის საზომი, რომელიც გამოხატულია დეციბალებით.

ბგერის სიმძლავრის დონე, ბგერის წნევის დონისგან განსხვავებით იზომება წინასწარ განსაზღვრული პირობებით.

ბგერის სიმძლავრის დონე არ არის დამოკიდებული:

· აღჭურვილობის ადგილმდებარეობაზე;

· გარემო პირობებზე და;

·  საზომ წერტილამდე მანძილზე.

რა არის სითბური ტუმბო?

გათბობისთვის, სითბური ტუმბო იყენებს გამაგრილებელი გაზის ნაკადს, იმისათვის რომ გამოდევნოს ენერგია გარე ჰაერიდან და განათავსოს იგი წყალში ტემპერატურის ასამაღლებლად. ცხელი წყალი, თავის მხრივ, გამოიყენება ცხელი წყლის რეზერვუარების გათბობისას საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის ან წყლით გათბობის სისტემაში მიწოდებისათვის (მაგ. გამაგრილებელი ვენტილიატორი, თბილი იატაკები, რადიატორები და ცხელი წყალი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის). 

გაგრილებისა და რეზერვული სითბური ტუმბოების არსებობის შემთხვევაში, ენერგია გამოიდევნება წყლიდან და გადადის გარე ჰაერში, რის შედეგადაც მცირდება ტემპერატურა. ცივი წყალი, წყლის გათბობის სისტემებისაკენ არის მიმართული ( მაგ. გამაგრილებელი ვენტილიატორი).

სითბური ტუმბოს ეფექტურობა ჩვეულებრივ ფასდება სისტემის მქკ-ით რომელიც, მერყეობს  3-დან 5 კვტ-მდე. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ 3-დან 5 კვტ სითბოს წარმოსაქმნელად, განახლებადი წყაროებიდან საჭიროა მხოლოდ 1 კვტ ელექტროენერგია.

ამრიგად, სითბური ტუმბოს სისტემა 3-5 ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე მყარი საწვავის ქვაბები და მეტი შესაძლებლობა აქვთ სახლის სრულად გათბობისთვის, თუნდაც ყველაზე ცივ ზამთარში.

ლეგიონელა ბაქტერიაა რომელიც დაკავშირებულია ჰაერის კონდიციონებასთან?

არა. ლეგიონელას ბაქტერია უკავშირდება წყალს და არა ჰაერს. ლეგიონელას ბაქტერიები ბუნებრივად არსებობენ წყალში. ტემპერატურა დიდ როლს თამაშობს ლეგიონელას განვითარებაში. განსაკუთრებით, ტემპერატურამ 40 ° C- დან 50 ° C- მდე შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიების კოლონიზაცია.

TOYOTOMI არ იყენებს წყალს კონდიცირების სისტემებში, გამომდინარე აქედან არ აყენებს ზიანს ხალხს. მინი ჩილერის და სითბური ტუმბოს სისტემებში სამრეწველო / საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ლეგიონელას ბაქტერიები ვერ გადარჩებიან დახურულ ნაკადში, წყლის დაბალი ტემპერატურის გამო.

რატომ მუშაობს კონდიციონერი ზოგჯერ გაუმართავად?

ამინდის ფაქტორების გამო, კონდიცირების სისტემა შესაძლოა ზოგჯერ გაუმართავი იყოს,  მაგალითად ელვის შემთხვევაში. ზოგჯერ სხვა ფაქტორებიც მოქმედებს მასზე, მაგალითად რადიოტალღები. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები იწვევს კვების წყარო გათიშვასა და განმეორებით ჩართვას. ასეთ შემთხვევებში, მიზანშეწონილია გამორთოთ კვების წყაროდან  ავტომატური გამომრთველის გამოყენებით, შემდეგ კი ჩართოთ ხელახლა და გადატვირთოთ ჰაერის კონდიციონირების სისტემა.

ჰაერის კონდიციონირების სისტემა არ ათბობს ან არ აცივებს ოთახს

შეამოწმეთ შემდეგი:

– დარწმუნდით, რომ შიდა ბლოკში, საჰაერო ფილტრები არ არის დაბინძურებული;

– დარწმუნდით, რომ ფანჯრები და კარები დაკეტილია;

– დარწმუნდით, რომ შიდა და გარე ბლოკის საჰაერო შესასვლელი და გასასვლელი არ არის გადაკეტილი რაიმე საგნებით;

– დარწმუნდით, რომ, იმავე ოთახში ერთდროულად არ მუშაობენ  ჰაერის საშრობობები ან ვენტილიატორები;

– დარწმუნდით, რომ დისტანციური მართვის პულტზე ტემპერატურა სწორად არის მითითებული.

რა არის ბთე?

ბთე იშიფრება როგორც <<ბრიტანული თერმული ერთეული>> და გულისხმობს ზომას, რომელიც წარმოადგენს თითოეული კონდიციონერის სიმძლავრეს. იგი განსაზღვრავს თქვენი კონდიციონერის გაგრილების უნარს. იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს კონდიციონერის სიმძლავრე, ქვემოთ მოცემულია შემდეგი მაგალითი: 1 ბთე არის სიცივის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ნახევარი ლიტრი წყლის ტემპერატურის შემცირებისთვის 0.56 ºC- ით. ყოველი 500 ბთე ეფექტურად აგრილებს/ ათბობს დაახლოებით 1 მ 2-ს, ასე რომ რაც უფრო დიდი ფართობის გათბობა/ გაგრილება გსურთ, მით უფრო მეტი ბთე დაგჭირდებათ მოწყობილობის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის. ამ გაანგარიშებით თქვენ შეძლებთ ფართობის გათვალისწინებით, დაახლოებითი  საჭირო სიმძლავრის განსაზღვრას. 

მას შემდეგ რაც დაადგენთ კონკრეტული სივრცისთვის საჭირო ბთე– ის რაოდენობას, შეძლებთ შეიძინოთ შესაბამისი სიმძლავრის მოწყობილობა!

რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინო ჩემთვის სასურველი ფართის გამართული კონდიციონირებისათვის?

მომხმარებლებისთვის ძირითად მიზანს წარმოადგენს – ოთახის გაგრილება ან გათბობა, თუმცა  კონდინციონერი ასევე აუცილებელია გარემოს სტაბილური  ტემპერატურის შესანარჩუნებლად, თუმცა იმისათვის, რომ იპოვოთ მოწყობილობა, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს საჭიროებებს, უნდა გაითვალისწინოთ გარკვეული მახასიათებლები.

ფიზიკური სივრცის ზომების დასადგენად m2-ში გაანგარიშება ხდება წყლის სიმკვრივის და წონის გათვალისწინებით.

ფართის ზომის გარდა გასათვალისწინებელია ასევე შემდეგი ფაქტორები: მზის სხივების, ადამიანების და ელექტრონული აპარატურის რაოდენობა. ფაქტორების გათვალისწინებით, თქვენ  დარწმუნებული იქნებით, იმაში რომ თქვენი კონდიციონერი გამართულად იმუშავებს იმ ადგილას, სადაცაა დამონტაჟებული.

შენიშვნები:

– არ არის რეკომენდებული მითითებულზე ნაკლები სიმძლავრით მოწყობილობის გამოყენება. რიგ შემთხვევებში, ამან შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობის წყობიდან გამოსვლა, გაზარდოს ხარჯები ტექნიკურ მომსახურეობაზე და ენერგიის მოხმარებაზე, ასევე შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს ფართის გაგრილება / გათბობას.

როგორ ავარჩიოთ კონდიციონერი?

წარმოგიდგენთ ჰაერის კონდიცირების 3 ტიპს:

თუ არ გაქვთ  დაყენებული კონდიციონერი, შეიძლება იფიქროთ პორტატულ მოწყობილობაზე. იგი ნაკლებად ეფექტურია, რადგანაც, მოითხოვს ფანჯრის გახსნას მილის გასასვლელად, რაც ამცირებს კონდიცირების ეფექტს. მეორეს მხრივ, მისი გადაადგილება შესაძლებელია  სახლის სხვადასხვა ნაწილში და არ მოითხოვს დამონტაჟებას სპეციალისტის მიერ.

თუ თქვენ გაქვთ წინასწარ დაყენებული კონდიციონერი ან მზად ხართ სამონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად, არსებობს ორი ვარიანტი: მონო – სპლიტი და მულტი-სპლიტ სისტემები.

მონო – სპლიტ – მოწყობილობას აქვს სახლის გარეთ დამონტაჟებული ბლოკი, რომელიც დაკავშირებულია შიდა ბლოკთან, მსგავს მოწყობილობას გააჩნია შემდეგი ტიპები: კედლის, კასეტური, არხული და იატაკის, ორმაგი ნაკადის კონსოლი ან ვერტიკალური კონსოლის ტიპის. ეს მოწყობილობები ფიქსირდება, აუცილებელია დამონტაჟდეს სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ. ისინი უზრუნველყოფენ ენერგიის მაღალ გამომუშავებას და მუშაობენ ხმაურის გარეშე.

მუტლი-სპლიტ მოწყობილობას აქვს გარე განყოფილება და 5-მდე შიდა ბლოკი. მუშაობს ერთარხიანი კონდიციონერის ანალოგიურად. უმეტეს შემთხვევაში, არ არის აუცილებელი ყველა შიდა ბლოკის ერთდროულად დაყენება. აუცილებელია დამონტაჟდეს სერტიფიცირებული სპეციასტის მიერ. 

TOYOTOMI– ის ყველა მოდელი დაფუძნებულია ინვერტორულ ტექნოლოგიაზე, რაც საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ კომპრესორის ბრუნვის სიჩქარე და მოახდინოთ ენერგიის ადაპტირება რეალურ მოთხოვნილებებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გვარიდებს ხშირ გათიშვა/ჩართვას, ხარჯავს ნაკლებ ენერგიას და ტემპერატურის მერყეობას.

როგორ გავწმინდოთ კონდიციონერის ფილტრები?

ფილტრი უნდა გაიწმინდოს ყოველ სამ თვეში ერთხელ. თუ მოწყობილობის სამუშაო მხარეს დიდი რაოდენობით მტვერი დაგროვდა, დასუფთავების სიხშირე შეიძლება გაიზარდოს.

 ფილტრის ამოღების შემდეგ, არ შეეხოთ პირებს, დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

არ გამოიყენოთ ცეცხლი ან ფენი, ფილტრის გასაშრობად. წინააღმდეგ შემთხვევაში იმატებს დეფორმაციის და ხანძრის გაჩენის რისკი.

ფილტრების გაწმენდა უნდა მოხდეს   ქვემოთ მოცემულ სურათის შესაბამისად.

გახსენით პანელი

გამოსწიეთ პანელი სპეციფიკური კუთხით, როგორც ეს მოცემულია სურათზე

ამოიღეთ ფილტრი

ამოიღეთ ფილტრი, როგორც ეს მოცემულია სურათზე

გაწმინდეთ ფილტრი

– ფილტრის გასასუფთავებლად გამოიყენეთ მტვრის დამჭერი ან წყალი 

– თუ ფილტრი ბინძურია, მის გასაწმენდად  გამოიყენეთ წყალი 45 გრადუსამდე, შემდეგ კი განათავსეთ ბნელ და გრილ ადგილას, გასაშრობად.

დააყენეთ ფილტრი

დააყენეთ ფილტრი და კარგად დახურეთ პანელის სახურავი.