TOYOTOMI-ის კონდიციონერი საცხოვრებელი ფართებისთვის

(საჰაერო-საჰაერო სითბური ტუმბოები)

ჩვენ ვამაყობთ Toyotomi-ის პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, ბაზარზე წარვადგინეთ მაღალი ხარისხის კონდიციონერები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჰაერის სრულყოფილ, ეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა გათბობა/გაგრილებას.

Toyotomi– ის მაღალი ხარისხის სტანდარტებმა, ისეთებმა როგორიც ინოვაციური და გაუმჯობესებული DC INVERTER ტექნოლოგიის დანერგვაა, განაპირობა ეკოლოგიურად სუფთა ახალი მაცივრების გამოყენება, როგორიცაა R-410A და R 32, რადგანაც მათი მთავარი მახასიათებელი გარემოს დაცვაა.

Toyotomi-ის კონდიციონერები აღჭურვილია უახლესი თაობის სითბური ტუმბოებით, ახალი თანამედროვე დიზაინით და სრულყოფილი საჰაერო ფილტრაციის სისტემით, იგი გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო, მაღალი ხარისხის კონდიციონერებს შორის.

რატომ ღირს Toyotomi-ის სპლიტ ტიპის კონდიციონერის არჩევა?

·      Toyotomi  იყენებს Full DC ტექნოლოგიას PAM და PWM მოდულაციით. გთავაზობთ, მაქსიმალურ კომფორტს მოკლე დროში და ენერგიის დაზოგვას.

·      ჩამონტაჟებული ეფექტური იონიზატორი ანეიტრალებს ბაქტერიებისა და დეზოდორატორების 90%-ს რითაც, უზრუნველყოფს ჰაერს უარყოფითი იონებით, სუფთა გარემოს მისაღებად.

 ·     ავტომატური გაწმენდა უნიკალური ფუნქციაა, რომელიც ხელს უშლის ობის, ბაქტერიების და სუნის წარმოქმნას. კონდიციონერის გამორთვის შემდეგ, შიდა ბლოკის ვენტილატორი განაგრძობს მუშაობას რამოდენიმე წამის განმავლობაში, ნამის მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით.

·      მშვიდი და კომფორტული ჰაერის ნაკადი უზრუნველყოფს თქვენთვის სრულყოფილ კომფორტს. ჟალუზები შესაძლებელია მორგებული იყოს, როგორც ვერტიკალურად ასევე ჰორიზონტალურად მაქსიმალური კომფორტისთვის.  გაუმჯობესებული ჩართვა/გამორთვის ტექნოლოგია Toyotomi–ის პროდუქტებს საშუალებას აძლევს ლოდინის დროს ავტომატურად გადავიდნენ ენერგიის დაზოგვის რეჟიმში, რაც ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას 3W- დან 0.5W-მდე  (ენერგიის დაზოგვა 90%).

·       I-FEEL მოწინავე ფუნქციაა სასურველი ტემპერატურის შესანარჩუნებლად. კონდიციონერი აღჭურვილია ორი ტემპერატურის გადამწოდით.

პირველი განლაგებულია შიდა ბლოკზე და ადგენს  ტემპერატურას წყნარ რეჟიმში, ხოლო მეორე განლაგებულია დისტანციური მართვის პულტზე, რაც საშუალებას იძლევა ალტერნატიულად კონტროლდებოდეს ტემპერატურა. ტემპერატურა იცვლება სიმაღლისდამიხედვით, ასე რომ, Smart I Sense ფუნქციის არჩევის შემთხვევაში, მითითებული ტემპერატურა დაემთხვევა დისტანციური მართვის პულტზე მითითებულ ტემპერატურას.

·      8 ° C რეჟიმში: ეს ფუნქცია სტაბილურად ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას 8 ° C -ზე. ზამთარში, როდესაც სახლში  ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არავინ იმყოფება   ავტომატიურად ააქტიურებს გათბობის ფუნქციას, იმისათვის რომ არ მოხდეს ოთახის გაყინვა. 

·     გაუმჯობესებული გადნობის სისტემა: ტრადიციული გალღობის მეთოდი მოქმედებს წარმოების დროს დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, გალღობის ფუნქცია შეიძლება შესრულდეს მაშინაც კი, როდესაც კონდიციონერს არ ესაჭიროება გალღობა. გაუმჯობესებული გალღობის სისტემის წყალობით კი, კონდიციონერი მხოლოდ მაშინ გადადის გალღობის სისტემაზე, როდესაც ამის საჭიროება ნამდვილად არსებობს, რისი მეშვეობითაც მცირდება ენერგიის მოხმარება.

· დამონტაჟებულ ბლოკებზე 0.15%-ით ნაკლები დეფექტი.

გაეცანით ჩვენი სპლიტ ტიპის კონდინციონერების ასორტიმენტს, რომლებიც პასუხობენ თქენს კონკრეტულ მოთხევნილებებს. 

იდეალური გადაწყვეტილება ნაკლები ენერგიის მოხამრებისთვის, მაღალი ეფექტიანობა საწყის ეტაპზე

კომბინირება მაღალი ეფექტიანობის, თანამედროვე დიზაინის და მაღალი ენერგიის მოსავლიანობის

მაღალი დონის კონდიციონერი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით და ენერგეტიკული კლასის A +++