გახდით TOYOTOMI- ის ოფიციალური დილერი!

შპს „Qlimondo International“ არის ბრენდი TOYOTOMI-ის იურიდიული წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში, რომლის მთავარი ოფისი მდებარეობს თბილისში ხოლო საწყობი ფოთის თიზ-ში. TOYOTOMI ჩამოყალიბდა ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო იაპონურ კომპანიად HVAC ბაზარზე, 40 წლიანი გამოცდილებით და 100-ზე მეტ ქვეყანაში აქტიური საქმიანობით.

ჩვენი კოპმანია მზადაა ნებისმიერი სახის თანამშრომლობისთვის, ვეძებთ ახალ პარტნიორებს, რომელთაც სურთ გახდნენ Toyotomi- ის დილერები სხვადასხვა ქვეყანებში / რეგიონებში.

ქვემოთ მოცემულია ზოგადი სარგებელი და პირობები ახალი დილერებისთვის:

გადახდის პირობები:

ჩვენი კომპანია გთავაზობთ მოქნილ და მოსახერხებელ გადახდის პირობებს, შეკვეთების მოცულობის მიხედვით. პარტნიორთან თანამშრომლობის და დილერობის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ შემდეგ მომგებიან ვარიანტებს:

• შესაძლებელია LC გადასახადების გამოყენება და ფაქტორინგი, იმ შემთხვევაში თუ შეკვეთის თანხა ადგენს არანაკლებ 10,000 დოლარს.

• გაყიდვა კრედიტში 30 დღემდე, სტაბილური თანამშრომლობის და დიდი შეკვეთების არსებობის შემთხვევაში.

• იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორი დაფარავს საქონლის საფასურს მიღების დღესვე, ჩვენი მხრიდან შემოთავაზებული იქნება დამატებითი ფასდაკლება.

• შესაძლებელია გადასახადის დანაწილება შემდეგნაირად: 30% – წინასწარი გადასახადი, 30% – საქონლის მიღებისთანავე გადასახადი, ხოლო დანარჩენი 40% – მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

პირობები და მიწოდების დრო


• უმეტესი საქონელი ჩვენი კატალოგიდან ხელმისაწვდომია ჩვენს საწყობებში და შესაძლებელია ოპერატიულად მოხდებს მათი მიწოდება პარტნიორებისათვის. ფასები გამოსახულია აშშ დოლარში და არ მოიცავს ტრანსპორტირების საფასურს.

• ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მიწოდების სერვისი გადასახადების გადახდით, სპეციალური მოთხოვნის საფუძველზე.

სათადარიგო ნაწილები და ტექნიკური დახმარება

  ნებისმიერი სათადარიგო ნაწილის მიღება შესაძლებელია რამოდენიმე სამუშაო დღეში და ინახება 10 წლის განმავლობაში.

  ტექნიკური დახმარება ხელმისაწვდომია ნებისმიერ სამუშაო დღეს.  მხარდაჭერის ფორმა შესაძლებელია შეივსოს 24/7-ზე.

საგარანტიო ვალდებულებები

  გთავაზობთ, სრულ გარანტიას ჩვენ პროდუქციაზე; გარანტია ვრცელდება ჩვენს პროდუქტში შემავალ თითოეულ დეტალზე.

    საგარანტიო ვადები დადგენილია თქვენი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

• სრული გარანტია შესაძლებელია გახანგრძლივდეს 7 წლამდე. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ სპეციალური პირობების მისაღებად.

მარკეტინგი და განვითარება

  ჩვენი კომპანია მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე. ქვეყნებში,რომლებშიც მუშაობენ ჩვენი დილერები ხორციელდება ‘’Toyotomi’-ის ’პროდუქციის მარკეტინგი.

  შესაძლებელია ნაწილობრივ ანაზღაურდეს ჩვენი დილერების მიერ განვითარების და რეკლამირების ხარჯები, იმ პირობით, თუ გაყიდვების მოცულობა საკმარისად მაღალია.

დაგვიკავშირდით, თუ თქვენ დაინტერესებული ხართ Toyotomi–ის პროდუქციის დილერობით.

გთხოვთ, მოგვიყევით  თქვენს შესახებ  და შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ფორმის შევსების შემდეგ, ჩვენ დაგიკავშირდებით შესაძლო საქმიანი თანამშრომლობის განსახილველად.