გარანტიის წესები და პირობები

TOYOTOMI იძლევა გარანტიას, რომ ყველა კონდიციონერი (9.000 – 60.000 Btu/h) – კომპრესორი და ელექტრო/მექანიკური ნაწილები – უხარვეზოდ იფუნქციონირებს 2 (ორი) წლის განმავლობაში,  თუკი მონტაჟს სერტიფიცირებული ხელოსანი განახორციელებს.

შესაძლებელია გარანტიის ვადის გახანგრძლივება  2 + 5 = 7  წლით. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ჩვენს პარტნიორ კომპანიას: info@tservice.ge 

  1. საგარანტიო ბარათი ძალაშია შეძენის დღიდან.  ოფიციალური დოკუმენტი აუცილებელია (მაგ.: ინვოისი, სავაჭრო ზედდებული). 
  2. გარანტია მოიცავს მოწყობილობის სრულ ან ნაწილობრივ სარემონტო და შეცვლის პირობებს პირველი ორი წლის განმავლობაში, თუკი ამ პერიოდში შემოწმებისას დეფექტი გამოვლინდება. 
  3. საგარანტიო ბარათი ეხება მხოლოდ სტრუქტურულ წუნს. გთხოვთ მხედველობაში იქონიოთ, რომ ისეთი სახარჯი მასალა, როგორიცაა ბატარეები,  გათვალისწინებული არ არის. 
  4. საგარანტიო ბარათი არ მოქმედებს შემდეგ შემთხვევებში: 
    • ზიანი გამოწვეულია არაკვალიფიციური პერსონალის ჩარევის შედეგად; 
    • მონტაჟი შესრულებულია არასწორად, მოწყობილობას არასათანადოდ ეპყრობოდნენ; 
    • მიზეზები, რომელზეც მწარმოებელი ქარხანა არ არის პასუხისმგებელი (დენის წყაროს ცვლილებები, თუკი არაა დაცული სარგებლობის კონკრეტული მითითებები და ა.შ.) 
    • არასწორი ან არასათანადო მოვლა; 
    • TOYOTOMI პასუხს არ აგებს რაიმე დაზიანებაზე, თუკი ზიანი გამოწვეულია ისეთი გარე ფაქტორებით, როგორიცაა მწარმოებლის მითითებების შეუსრულებლობა, დამიწების არმქონე დენის წყაროსთან შეერთება და ა.შ. 
    • თუ დენში ჩამრთველი თავი მოჭრილია ელ. ენერგიის მავთულიდან, გარანტია ფარავს გაუმართაობას ან ზიანს, რომელიც გამოწვეულია მწარმოებლის ბრალეულობით ან ნაკლოვანი დეტალებით.
       
  5. მოწყობილობის ზიანის აღმოჩენისას უნდა მიმართოთ იმ კომპანიას, რომელთანაც შეიძინეთ ტექნიკა. შემკეთებელ ოფისამდე ორივე მხარეს ტრანსპორტირების და ასევე მოწყობილობის შესაძლო დაზღვევის ხარჯი სრულად მომხმარებლის პასუხისმგებლობა და არჩევანია.