ენერგიის დაზოგვა

R32 თანამედროვე უპირატესი ტექნოლოგიის გამოყენებით  Toyotomi-ს კონდიციონერები ენერგოდაზოგვის უმაღლეს  მოთხოვნებს აკმაყოფილებს. რამდენადაც შიდა სივრცეები ინდივიდუალური ზონებით რეგულირდება, ათვისებული ტერიტორიის გათბობასა და გაცივებაზე ნაკლები ენერგია იხარჯება. Toyotomi სრულად აკმაყოფილებს გარემოს დაცვის ECO Design რეგულაციებს და 

ენერგორენტაბელურობას. ეს ახალი
ეკოლოგიური, არატოქსიკური და ოზონისგან თავისუფალი გამაცივებელი იოლად გადამუშავდება და R410 სისტემასთან შედარებით მუშაობის უფრო მაღალ ხარისხ იძლევა, რაც თავის მხრივ მოწყობილობის გამძლეობას უზრუნველყოფს. R32 (დიფლურომეტანი) გამაგრილებელი და ასევე R410A სისტემაში გამოყენებული კომპონენტია (შედგება 50% R32-სა და 50% R125-გან). მას ახასიათბს უფრო დაბალი გდპ (გლობალური დათბობის პოტენციალი) და გაუმჯობსებული მოცულობითი ეფექტურობა. R32 (2088) გაცილებით დაბალ გდპ (675) იძლევა. R32 მოცულობითი ტევადობა R410A -ზე 20%-ით მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემაში ჩატუმბული გამაგრილებლის ოდენობა შეიძლება იყოს ბევრად ნაკლები.

ერთკომპონენტიანი R32 გამოყენების უპირატესობა მრავალკომპონენტიანთან მიმართებაში აშკარაა, რადგან მას გააჩნია საოპერაციო ეფექტურობა და მეტი ზონალური შესაძლებლობა. უარხო მინი-ბმები მოიხმარენ გაცილებით ცოტა ენერგიას და შესაბამისად ნახშირორჟანგის ნაკლები ემისიაც აქვთ. ჩვენი ყველა სისტემა იყენებს R32 ეკო-მეგობრულ გამაგრილებელს, რომელიც ოზონის შრეს არ ანადგურებს.

სრული მუდმივი დენის გარდამქმნელი ტექნოლოგია 

– ეს არის ტექნოლოგია, რომელიც იძლევა კონდიცირების ბლოკების უფრო ეკონომიური და ეფექტური მუშაობის შესაძლებლობას. შიდა და გარე ბლოკების მბრუნავი მოტორი და კომპრესორი გაუმჯობესებულ იქნა All DC Inverter ტექნოლოგიამდე. ამ მეთოდით კომპრესორი სიმძლავრეს შიდა ატმოსფეროს საჭიროებებზე დაყრდნობით ცვლის  და არსებული სივრცისთვის იდეალური პირობები იქმნება. კომპრესორის მუშაობის ძირითადი პრივილეგია მისი მაქსიმალური ეკონომიურობაა, რაც ძველი მოდელის კონდიციონერებისგან განსხვავებით ხშირი გადატვირთვების თავიდან აცილებით მიიღწევა.  DC Inverter-ის ტიპის ძრავს ფართო ოპერაციული სპექტრი აქვს. ეს საშუალებას იძლევა დანადგარმა ექსტრემალურ ტემპერატურულ პირობებშიც კი თითქმის შეუმჩნევლად იმუშავოს.  ტოიოტომი იყენებს DC Inverter ტექნოლოგიას, რითიც ენერგიის 45%-მდე იზოგება. ტოიოტომის მიზანია გამოიყენოს უახლესი ცოდნა და საუკეთესო ტექნოლოგია SEER / SCOP კოეფიციენტით (უახლესი ჩიპი) იდეალური წარმადობის უზრუნველსაყოფად,  რაც თავის მხრივ ტექნიკის მაღალენერგიულობას ადასტურებს.

 ენერგიის უმაღლესი კლასი ნიშნავს მაღალი ხარისხის კონსტრუქციას, კონდიციონერის მუშაობის უკეთეს შედეგს და მეტ ენერგო ეკონომიას გარემოს დასაცავად. უახლეს  ტექნოლოგიურ მიღწევებზე EN 14511/2007, EN 12102 დაყრდნობით ევროსტანდარტთან სრულ
შესაბამისობაში ჩვენი უმაღლესი კლასის საყოფაცხოვრებო აპარატურა A+++ კლასის ენერგოეფექტურობას აღწევს.

 

 

 

ფილტრები და წმენდა

საკუთარ სახლზე უფრო ძვირფასი ადგილი არ არსებობს. ტოიოტომის კონდიციონერების ჰაერის გასუფთავების მოწინავე სისტემის წყალობით თქვენ შეგილიათ თავისუფლად ისუნთქოთ.

იონიზატორი:

მთებისა და ტყეების მსგავსი ცინცხალი და სუფთა ჰაერი ადამიანს ენერგიითა და მაცოცხლებელი ძალებით ავსებს. ეს ჰაერი შეიცავს უარყოფითი  იონების დიდ რაოდენობას. ტოიოტომის ჰაერის იონიზატორიც თავისი

ტექნოლოგიით უფრო სუფთა და ჯანმრთელ გარემოს ქმნის. ტოიოტომი ზრუნავს თქვენს კეთილდღეობაზე და საცხოვრებელი ფართებისთვის განკუთვნილ ყველა მოდელზე იონიზაციის ფუნქციას უზრუნველყოფს. 

უპირატესობები:

  • ანტიბაქტერიული მოქმედება. უნიკალური იონიზატორი ალერგიების გამომწვევ ანაფილაქტურ ბაქტერიებს ანეიტრალებს. 
  • დაბინძურების საწინააღმდეგო მოქმედება. იონიზატორი მტვრის ნაწილაკებს,  ტკიპებს და სხვა ზიანის მომტან ატმოსფერულ სუბსტანციებს სპობს. 
  • უსიამოვნო სუნი – თამბაქოს კვამლი, შინაური ცხოველები და სხვა დამაბინძურებელი ფაქტორის  საწინააღმდეგო მოქმედება.

    ფოტოკატალისტი           აქტივ. ნახშირორჟანგი            ვერცხლის იონები

  • ფილტრის საშუალო სასიცოცხლო ციკლი 2 წელია.
  • წყლით გასუფთავება დაუშვებელია. ფილტრი უნდა მოიხსნას, კარგად დაიბერტყოს ან დამუშავდეს მტვერსასრუტით..
  • რეკომენდაციის მიხედვით ფილტრი უმჯობესია გაიწმინდოს ყოველ ორ თვეში. რაც უფრო ხშირად იწმინდება ფილტრი, მით უფრო ეფექტურია მისი მუშაობა.

.

I-FEEL

I-Feel ინტელექტუალური სისტემაა, რომელიც არჩეული ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ტემპერატურის სენსორი ორია – ერთი შიდა ბლოკზე განსაზღვრავს შერჩეულ ტემპერატურას და მეორე კი დისტანციურად სამართავ პულტზე მდებარეობს. დისტანციური მართვის ტემპერატურის სენსორი ირგვლივ იდეალურ ტემპერატურას ინარჩუნებს. 

წინასწარი გათბობის ინტელექტუალური სისტემა ‘’SP’’

კონდიციონერი ამ ფუნქციის წყალობით გათბობის რეჟიმში ოპერირებას მცირედი დაყოვნებით (1-დან 5 წუთამდე) იწყებს, რათა შიდა თბომცვლელი გაახუროს და სიცივე გარეთ არ გამოუშვას. ეს ფუნქცია შესაძლო დისკომფორტს მინიმუმამდე ამცირებს.